"ტკივილი ავსებს გულს. ენით აღუწერელი სევდა იპყრობს სულს" - ზელენსკი მონასტირსკის გამოემშვიდობა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის შს მინისტრის, დენის მონასტირსკის ემშვიდობება:

"ტკივილი ავსებს გულს. ენით აღუწერელი სევდა იპყრობს სულს. უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო ვაჟებსა და ქალიშვილებს.
მადლობა უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი და ღირსეული მუშაობისთვის. შენ სამუდამოდ ჩვენს გულებში ხარ. მარადიული ხსოვნა" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე.

უკრაინელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ბროვარში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ, დღეს დაკრძალავენ. ცერემონიალზე პრეზიდენტი ზელენსკი პირველი ლედისთან ერთად მივიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი