"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ პარტიაში საარჩევნო პროცესი მიუღებელი ფორმებით დაიწყო, თუმცა მელია ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, ჯერ ენმ-ში, ხოლო შემდეგ ქვეყანაში.
მელია დღეს სამეგრელოში ჩავიდა და მხარდამჭერებს შეხვდა. ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს მან საკუთარი გეგმები და მათი განხორციელების გზები გააცნო.
"ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც დაიწყო რბილად რომ ვთქვათ უადგილოდ, მიუღებელი ფორმებით და საერთო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის ზიანის მიყენებით , მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სულ რამდენიმე დღეში არჩევნები ჩატარება პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და რომლის შედეგები შემდეგ პროეცირდება მთელს ქვეყანაში დიდი პოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში, დიდი პოლიტიკური ცვლილებები დადგება ახლა ჯერ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში და შემდეგ ფართო საზოგადოებრივ ერთობის ფორმატში დადგება უკვე ქვეყანაში" - ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ში თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე არიან.