
უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ინფორმაციით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვერცერთი რეაქტორის ამუშავება ამ დრომდე ვერ შეძლეს.
კომპანია მიზეზად ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, უკრაინელი პერსონალის იძულებით გათავისუფლებას ასახელებს, რომლებმაც რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს.
მათივე ინფორმაციით, ოკუპანტები ცდილობენ პერსონალი რუსეთში მოძებნონ და ჩაიყვანონ.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში დაიკავეს.