1 კვირა არჩევნებამდე - რეგისტრაციის პროცესი და ხმაურიანი საარჩევნო კამპანია ენმ-ში

გამოქვეყნდა:

ზუსტად 1 კვირაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად არჩევნები იწყება. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. კენჭისყრა ფარული იქნება.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ პარტიის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან. ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი პოლიტიკურმა გაერთიანებამ 13 იანვრიდან გამოაცხადა. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა 4  პირს  - ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. საარჩევნო კამპანია ხმაურიანი და ინტრიგებით სავსეა. მათ შორის დღევანდელი დღეც ამ მხრივ გამორჩეული იყო. ნიკა მელიას ამომრჩეველს ზუგდიდში და ლევან ხაბეიშვილი კი წალენჯიხაში შეხვდა.

"მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი