უკანასკნელი ტაში უკანასკნელ მეფაიტონეს - ბუბას გზა და "ლარისა ივანოვნას" მოგონებები "მიმინოზე"

გამოქვეყნდა:

ბუბა  - ლეგენდა რომლის მთავარი ჯილდოც ხალხის სიყვარულია. ბუბა  -  რომელმაც გვაჩვენა რომ ყოველთვის შეგიძლია იყო ხალხისნაირი და ხალხთან. ბუბა, რომელმაც გვითხრა რომ მტკიცე სამოქალაქო პოზიცია და შენი ქვეყნის ინტერესების დაცვა უმთავრესია. უკანასკნელი მეფაიტონე ქართველმა ხალხმა ფილარმონიიდან 3 დღის წინ, მისივე სიმღერებით, ტაშითა და ცრემლებით გააცილა. უკანასკნელი მეფაიტონე ფიზიკურად დაგვემშვიდობა, მაგრამ ლეგენდა დარჩა. დარჩა  ბუბა კიკაბიძე მისი დაუვიწყარი როლებით, სიმღერებით და სწორი, გაუტეხელი სამოქალაქო პოზიციით. მან უარი თქვა ემღერა და ეცეკვა მტრის  - რუსეთის -  სცენაზე. შემოქმედების იქით  ცალკე სასაუბროა -  ბუბა როგორც მეგობარი. 

"შაბათის მთავრთან" ელენა პროკლოვა, იგივე "ლარისა ივანოვნა" ბუბა კიკაბიძეს იხსენებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი