ოკუპანტები მელიტოპოლში კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას ცდილობენ - ფედოროვი

გამოქვეყნდა:

მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, მელიტოპოლში ოკუპანტები  კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას ცდილობენ.

ფედოროვის  ინფორმაციით, მელიტოპოლის  ე.წ სამხედრო ხელმძღვანელი ევგენი ბალიცკი თავისი "ბატალიონისთვის" მოხალისეებს ზაპოროჟიეს ოკუპირებული ნაწილის ტერიტორიაზე ეძებდა, თუმცა იმის გამო, რომ  მსურველი ცოტა იყო, ბალიცკიმ მოხალისეები სერბეთიდან დაიქირავა, რომელთაგან 2 ინტერპოლის მიერ ძებნილია.  

„მობილიზებულ მხეცებს ამზადებდნენ. ხალხი მტრის ჯარისკაცებს „სუნიანებს“ ეძახის - არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა, არ იცავენ ჰიგიენას, ხანდახან უმი ხორცს ჭამენ“, -ამბობს ფედოროვი

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი