ნიკა მელიას თქმით, შეინიშნება ტენდენცია, რომ პარტიის შიდა არჩევნების დასრულების შემდეგ, თავმჯდომარეობის კანდიდატები მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, მის უარყოფას შეეცდებიან. როგორც ნიკა მელიამ "შაბათის მთავარის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავად დამარცხების შემთხვევაში გამარჯვებულისთვის მილოცვას გეგმავს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, პარტიულ ცვლილებებს:
"არჩევნების დასრულების შემდეგ, მინდა მჯეროდეს, რომ დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს და ეს ყველა კანდიდატმა უნდა თქვას და მე ვამბობ... ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ძალიან სწრაფად განხორციელდება რამდენიმე დღეს ვგულისხმობ, მნიშვნელოვანი ცვლილებები , ამის შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები.
დამარცხების შემთხვევაში მე გამარჯვებულს მივულოცავ და ცენტრალური მმართველობიდან განზე გავალ. პარტიაში დავრჩები მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ვის აქვს იმის უფლება თავში აზრად გაივლოს, რომ ამ ბრძოლას განერიდოს....მაგრამ სხვა კანდიდატებმაც უნდა თქვან და მე შემთხვევით ამას არ ვამბობ და არ ვსაუბრობ, რადგან შეინიშნება უკვე ტენდენცია, რომ ისინი უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგების უარყოფას ეს შეინიშნება" - ამბობს ნიკა მელია
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.