დღეს დავემშვიდობეთ მათ, ვისი სიცოცხლეც ბროვარიში ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა, ვიგრძენით რამდენი სიცოცხლე წაგვართვა ომმა - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დღეს დავემშვიდობეთ მათ, ვისი სიცოცხლეც ბროვარიში ვერტმფრენის კატასტროფამ იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ ყველას ნათესავსა და მეგობარს... მტკივნეულია ამაზე ფიქრი, მტკივნეულია ამაზე საუბარი.
ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გვემახსოვრება და სამწუხაროდ ვეღარ დავაბრუნებთ. უკრაინელები, პატრიოტები, პროფესიონალები და უბრალოდ საკუთარი თავის და სახელმწიფოს ერთგულები. აღარ დაბრუნდებიან...

ვიგრძენით რამდენი სიცოცხლე, რამდენი ნათელი ადამიანი წაგვართვა ომმა. ვისურვებდი, რომ დღეს ყველამ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.

ნათელი  ყველას ხსოვნას, ვისაც სიცოცხლე წაართვა ომმა! ნათელი ყველას ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ომი ჩვენი მიწიდან განიდევნოს.
დიდება უკრაინას!" 

ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში. უკრაინაში დღეს ბროვარის ავიაკატასტროფის მსხვერპლები დაკრძალეს, მათ შორის ქვეყნის შს მინისტრი დენის მონასტირსკი და სხვა თანამდებობის პირები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი