
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შვედეთი დაადანაშაულა ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, ანკარის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაში.
დანიის ულტრამემარჯვენე პარტია Hard Course-ის ლიდერმა რასმუს პალუდანმა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან ყურანი დაწვა, რაზეც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში ისლამოფობიას, რასიზმისა და დისკრიმინაციას ახალისებს.
თურქეთის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ვერ ხედავენ შვედეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"ვიმეორებთ, რომ ველით შვედეთი გადადგამს კონკრეტულ და ეფექტურ ნაბიჯებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, სამმხრივი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად", - წერია განცხადებაში
იქამდე კი შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის დაგეგმილი ვიზიტი ანკარაში გაუქმდა მას შემდეგ, რაც შვედეთის ხელისუფლებამ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქციების გამართვის ნებართვა გასცა