
ბრიტანული Sea King-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც წყალქვეშა მისიების შესასრულებლად გამოიყენება, უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ავრცელებს:
"ზღვის მეფე დიდი ბრიტანეთიდან თავის ახალ სამეფოში, უკრაინაში ჩავიდა, შავი ზღვის მახლობლად!
ეს არის უკრაინის საზღვაო ძალების გაძლიერება. ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება." წერს რეზნიკოვი და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს, ბენ უოლესს მადლობას უხდის - "ჩვენ ერთად დავიცავთ ზღვებსა და მიწებს მთელ ევროპაში!" წერს რეზნიკოვი.
მინისტრი არ აკონკრეტებს რამდენი ბრიტანული ვერტმფრენი ჩავიდა უკრაინაში.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა სამი Sea King-ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ განცხადება გასული წლის ნოემბერში გააკეთა.
მთლიანობაში კი დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი მფრინავების 10 ეკიპაჟი გაწვრთნა.