უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია - ზელენსკი უკრაინას ერთიანობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ერთიანია, რადგან ის ძლიერია. უკრაინა ძლიერია, რადგან ის ერთიანია. ძვირფასო უძლეველო ხალხო, გილოცავთ უკრაინის ერთობის დღეს.

[...]

დღეს უკრაინის ერთიანობის დღეა. ამ ისტორიულმა მოვლენამ უკრაინის მომავალ თაობას 2 სიბრძნე ასწავლა. პირველი, თუ ბრძოლას შეწყვეტ, ადრე თუ გვიან სახელმწიფოებრიობას დაკარგავ და მეორე, თუ ერთიანობა არ იქნება, დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებ. პირველი სიბრძნე ყოველთვის თან დაგვყვებოდა. 24 თებერვალს კი ვაჩვენეთ, რომ მეორე სიბრძნეც ვიცით. ეს ჩვენი ერთიანობის ახალი გამოწვევა გახდა. ეს მილიონობით ადამიანის ერთიანობაა. ჩვენი მიწებისა და ტერიტორიების ერთიანობაა. ყველა ოლქი, მეზობელ ოლქს იცავს. უკრაინელებს სხვა მიწა, ქალაქი ან სოფელი არ აქვს. ეს ყველაფერი მშობლიურია. არ აქვს მნიშვნელობა ნამყოფი ვართ თუ არა რომელიმე ქალაქში ან სოფელში, ეს მაინც მშობლიურია. ჩვენი მებრძოლები კიევიდან, ლვოვიდან, კრივოი როგიდან, ჟიტომირიდან და სხვა ოლქებიდან, მარიუპოლისთვის, კუპიანსკისთვის და იზიუმისთვის იბრძვიან. მებრძლები იზიუმიდან, კუპიანსკიდან, მარიუპოლიდან და სხვა რეგიონებიდან  ბახმუტისთვის, სოლედარისა და ადიივკასთვის იბრძვიან. ყველა ერთად კი დედაქალქს კიევსა და ხარკოვს იცავენ. ყველა ერთად ხერსონს ათავისუფლებენ. ჩვენ ყველა ერთად, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ვამბობთ რომ ჩვენ ჩვენს უკრაინას ვიცავთ. ჩვენი მონასტრები და ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგა, ყველა ერთიანობის სიმბოლოა. გილოცავთ ერთიანობის დღეს. დიდება უკრაინას.

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი