
უკრაინაში ომის ერთ წელზე ნაკლებ დროში რუსეთმა თითქმის იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც შეერთებულმა შტატებმა დაკარგა რვა წლის განმავლობაში ვიეტნამში - ამის შესახებ უკრაინული მედია Unian ინფორმაციას აქვეყნებს და წყაროდ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარის ასახელებს.
როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს The Sun-ის ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსი სამხედროების ჯამური დანაკარგი უკრაინაში 20 იანვრის მდგომარეობით, 188 000 ადამიანს შეადგენს, რაც ექსპერტების შეფასებით, წელიწადზე ნაკლებ დროში 47 000 რუსის შესაძლო ლიკვიდაციას ნიშნავს.
"ომის დროს დაჭრილთა და დაღუპულთა ისტორიული თანაფარდობა არის 3:1, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ახლოსაა ვიეტნამის ომში აშშ-ის დაღუპულთა საერთო რაოდენობასთან. აშშ-ის ეროვნული არქივის შეფასებით, ვიეტნამში აშშ-ის ბრძოლებში დაღუპულთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 58 000-ს შეადგენს რვა წლის განმავლობაში",- ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, საბჭოთა ძალებმა ავღანეთში ცხრა წლის ომის განმავლობაში დაკარგა 15 000 ადამიანი. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ შეაფასა, რომ რუსეთის დანაკარგებმა 2022 წლის მაისში, სულ რაღაც სამთვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ცხაწლიანი ომის რაოდენობას გადააჭარბა.