მოშვება არ შეიძლება, კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორია - ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ახლა მოშვება არ შეიძლება და კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.

გამყრელიძის განმარტებით, გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა და არ არსებობს საფუძველი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის.

მოშვება არ შეიძლება. დღეს ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით, პირბადეებს აღარ ატარებენ შესაბამის დაწესებულებებში, დიდი შეკრებები ისევ და ისევ ხორციელდება და თავყრილობები. ხდება ილუზიის შექმნა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია. არა, ბატონებო, კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. მარტო ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ეს უნდა მოხდეს ერთიანად, გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ეპიდსიტუაცია უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით უკეთესად და ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს შედარებით, უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია ამ დრომდე მართვადია და კონტროლს ემორჩილება, თუმცა შეინიშნება განსხვავებული ტენდენციები. გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ერთ დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჯამში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 46-ია. გამყრელიძის თქმით, ბოლო თვეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ყოველდღიურად აჭარბებდა ინფიცირებულთა რიცხვს.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით21 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1049 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 903;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5534;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 21 ივლისს დადასტურებული შემთხვევებიდან, ორის ინფიცირების წყარო უცნობია, 5 შემთხვევა კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო 3 შემოტანილია, მათ შორის ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი