უკრაინამ საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერია - გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში რუსებმა 1 რაკეტა ისროლეს და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

გენშტაბის ინფორმაციითვე, რუსმა სამხედროებმა შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს ავდიივკასა და ლიმანის მიმართულებით. ასევე, გრძელდება თავდასხმების მცდელობები ბახმუტის მიმართულებით.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის დასახლებებში. გენშტაბის თქმით, რჩება ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენების საფრთხე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი