საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები ბაზრობებთან დაკავშირებით - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ბაზრობებზე ზომებს გაამკაცრებს. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა. 

გამყრელიძის განმარტებით, გუშინ, 20 ივლისს გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია და მისი მოძიება მიმდინარეობს. პაციენტის კონტაქტები კი სხვადასხვა ბაზრობებზე მუშაობდნენ.

ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები ბაზრობებთან დაკავშირებით, კერძოდ, აუცილებელია თერმოსკრინინგი. სადაც იქნება გამოვლენა, შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანები, აუცილებელია მათი ტექსტირება და ასევე მათი კონტაქტების, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ განმარტა, რომ მეთექვსმეტე გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის კაცი იყო, რომელსაც მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და დიალიზზე იმყოფებოდა.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით21 ივლისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1049 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 903;
  • მათ შორის გარდაცვლილი - 16;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5534;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 21 ივლისს დადასტურებული შემთხვევებიდან, 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია, 5 შემთხვევა კონტაქტს წარმოადგენს, ხოლო 3 შემოტანილია, მათ შორის ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი