გადმოაგდო ლურჯი ბოთლი, რომელშიც თეთრი ნივთიერება იყო და აფეთქდა... სუფრაზე ერთად არ ყოფილან - თვითმხილველი საგარეჯოზე 

გამოქვეყნდა:

საგარემოჯოში შეიარაღებული თავდასხმის დროს მომხდარი მოვლენების თვითმხილველი, დღეს "მთავარ არხთან" ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ 48 წლის ათუაშვილის ერთზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ის გაურკვეველი მიმართულიბით ისროდა. 

ადგილობრივი იხსენებს, რომ ყოფილმა სამხედრომ აივნიდან დიდი ბოთლი გადააგდო, რომელიც აფეთქდა. 

"კარები რომ გამოაღო აივნის, შემოვიდა ქალების განწირული ხმა - დაჭრაო. დაბლა რომ ჩავედი, დამხვდა მოფენილები ჩემი მეგობრები. დავიწყე ისტერიკული ყვირილი ვინ იყო? ვერავინ ვერაფერი დაინახეთ? ამასობაში ეს ადამიანი თურმე მე-3 სართულიდან გვიყურებს. გადმოაგდო ამ პერიოდში ლურჯი ბოთლი დიდი, რომელშიც თეთრი ნივთიერება იყო და ეს ნივთიერება აფეთქდა. ჩემმა ძმაკაცმა დაიძახა მგონი ისევ ისე გვესვრის, შევეფაროთო და წამის მეასედში ამ ადამიანმა დაიწყო მესამედ თუ მეოთხე ჯერი. პირდაპირ ჯერით ისროდა თითო გასროლებით არა. სუფრაზე არ იყვნენ ერთად, ჩვენთან ამ ადამიანს კონტაქტი არ ჰქონდა. შეიძლება სხვაგან დალია, ამდენი არ ვიცი",- ამბობს ირაკლი ლიპარტელიანი, თვითმხილველი. 

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის, 24 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი