ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, საქართველოს სტადიონებზე გულშემატკივრებს კვლავ შეეძლებათ დასწრება. ამ თემაზე მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება, თუმცა ხაზს გავუსვამ, რასაკვირველია, ეს არ მოხდება ქაოტურად, ეს იქნება, პირველ რიგში, რაც მნიშვნელოვანია, ყველა სტანდარტის დაცვა, მოხდება რაოდენობების განსაზღვრა, რა რაოდენობის გულშემატკივრები შეიძლება დავუშვათ ამა თუ იმ სტადიონზე, - თქვა ლევან კობიაშვილმა.
მისი თქმით, გულშემატკივრები სტადიონზე დისტანციის დაცვით განთავსდებიან, სტადიონზე შესვლამდე კი ისინი თერმოსკრინინგს გაივლიან.