
ბათუმში, ახალგაზრდობის პარკის წინ, უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით უკრაინელები, ბელარუსები და ბათუმის მცხოვრებლები შეიკრიბნენ.
აქციის მიზანია მსოფლიოს იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ძალა შესწევთ, რომ უკრაინას საბრძოლო ტექნიკა მიაწოდონ, ეს დროულად მოახერხონ, რადგან, აქციის მონაწილეების თქმით, სწორედ ესაა მთავარი, რაც უკრაინას გამარჯვებას მოუტანს და რუსეთის იმპერიას დაამარცხებს.
ცნობისთვის, უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, აქცია დედაქალაქშიც გაიმართა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე: