კალიფორნიაში სროლის შედეგად მოკლულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის სიახლოვეს სროლის შედეგად მოკლულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე ათი ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმე კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ქალაქ მონტერეი პარკში იმ ადგილას მოხდა, სადაც მოსახლეობა ჩინური ახალი წლის აღსანიშნავ წვეულებაზე იმყოფებოდა. თვითმხილველების ცნობით, კაცმა ცეცხლი ავტომატიდან გახსნა.

ცნობილია ისიც, რომ პოლიცია დამნაშავეს ამ დროდე ეძებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი