გარდაბნის მოსახლეობა ადგილზე არსებული ვითარების გაშუქებას ეწინააღმდეგება

გამოქვეყნდა:

გარდაბანში, სადაც დღეს დილიდან ეპიდემიოლოგები მუშაობნენ, მოსახლეობის PCR ტესტირებას ატარებდნენ, ხმაური და დაპირისპირება იყო - ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ტელეკამერებმა ექიმების მუშაობის პროცესის გადაღება დაიწყეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არ სურთ, ადგილზე მედია მუშაობდეს და ვითარებას აშუქებდნენ. ხალხმა მედიას გადაღების ადგილი იძულებით დაატოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. 

გარდაბნის მერის რამაზ ბუდაღაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჟურნალისტები დაცული არიან და არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მას სამართალდამცავების გულგრილ ქმედებაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია.  

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა საკარანტინე ზონად ამ ეტაპზე  არ ცხადდება, თუმცა ადგილზე კონტროლი გამკაცრდება, კერძოდ, გარდაბნის შესასვლელებში თერმოსკრინინგი ჩატარდება და გაგრძელდება აქტიური ტესტირება.   

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო პერიოდის ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ გარდაბნის მუნიციპალიტეტშია დაფიქირებული და ამის გამო აქ დაახლოებით 100 პირის PCR ტესტირება ჩატარდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ როგორც კი რეგიონის ან მისი ნაწილის წითელ ზონად გამოცხადების საჭიროების გაჩენის შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ იქნება მიღებული.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი