40 წლიანი სტაჟის მქონე მეშახტეს ხელფასი 600 ლარით შეუმცირეს - მეშახტემ ვენები გადაიჭრა

გამოქვეყნდა:

ტყიბულის შახტის 65 წლის თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა

ტყიბულელმა მეშახტემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადმინისტრაციამ მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 900 ლარიანი ანაზღაურებიდან 300 ლარიან ხელფასზე ჩამოჰყავდათ. 40 წლის გამოცდილების მქონე თანამშრომელი იძულებული გახდა, ხელმძღვანელისთვის პირადად ეთხოვნა, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თავადაა და ეს გადაწყვეტილება არ მიეღოთ. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ მეშახტემ ბასრი საგნით მარცხენა ხელის ვენები გადაიჭრა.

იგი ტყიბულის საავარმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, დაშავებულს ორი ნაკვეთი ჭრილობა უკვე დამუშავეს და სახლში გაუშვეს.   

შეგახსენებთ, რომ ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და ხელფასების ზრდას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ. შახტის თანამშრომლებმა 10 ივნისს მუშაობაზე უარი განაცხადეს, მას შემდეგ, რაც შახტში ინციდენტი მოხდა და 22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი