
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს ჩატარდება. ამის შესახებ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ბურსაში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საუბრობს.
"მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდობას, რომლებიც პირველად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, 14 მაისს, კენჭისყრისას სწორი არჩევანი გააკეთონ", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი 10 მარტს მოაწერება: "ჩვენ გამოვიყენებთ 10 მარტს მინიჭებულ ოფიციალურ უფლებამოსილებებს, რის შემდეგაც არჩევნების ჩასატარებლად კანონით გათვალისწინებული 60-დღიანი ვადა დაიწყება".
ცნობილია, რომ თავდაპირველად, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივნისს იყო დაგეგმილი. თუმცა, მალევე ერდოღანმა თარიღის შეცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამის მიზეზი "სეზონური პირობებია", რადგან ივნისში საუნივერსიტეტო გამოცდები იწყება, არის არდადეგები სტუდენტებისთვის და საკურორტო სეზონი.
ვინ იქნება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კონკურენტი ოპოზიციიდან, ეს ჯერჯერჯობით უცნობია - პრეზიდენტის ოპონენტებს თავიანთი კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებიათ.