გერმანია წინააღმდეგი არაა სხვა ქვეყნებმა უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები მიაწოდონ - ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

"ამ მომენტისთვის, ეს თხოვნა არ ყოფილა, თუმცა თუ გვკითხავენ, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით", - უპასუხა ბერბოკმა ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლონეთი უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკებს უნებართვოდ გადასცემს.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუში მორავეცკიმ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, Leopard-ის ტანკებს უკრაინას ბერლინის ნებართვის გარეშე გადასცემენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი