წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას განცხადებით, პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებას იწყებენ.
პროგრამაში ჩართვისთვის, პირველკლასელის მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
"ეს გახლავთ საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო და პირველები ვართ ამ ამბავში", - თქვა ხარჩილავამ.
მისი თქმით, ბავშვებს დაურიგდებათ საბანკო ბარათები, რომლის გამოყენებასაც შეძლებენ კვების ობიექტებსა და მარკეტებში, პროდუქტის შესაძენად. კვების საშუალო დღიური თანხა შეადგენს 4 ლარს.