მძიმე მეტალებია ორგანიზმში, ჭამს იმას, რაც შეუძლია, ამაზე მეტი, სხვანაირი, არ შეუძლია - ალასანია ნადირაძეს

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მედიასთან კომენტარისას მან გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებს მასთან საკვების ის კალორაჟი არ მიაქვთ, რაც მისი გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო.

ნადირაძემ თქვა, რომ 500 - 600 - 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, წონაში კლება იქნება და ამას ვერ შეაჩერებენ.

"შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგანიზმში, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, ამის გამო ადამიანი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია, იმაზე მეტი არ შეუძლია და სხვანაირიც არ შეუძლია. [....] 

[საკმარისი კალორაჟი არ არის] ექიმები ამას გვეუბნებიან, მკურნალი ექიმი, არაერთხელ, მართალია, მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩამოთვლიან ხორცი უნდა იყოს, ის უნდა იყოს, ეს ადამიანი ვერ იღებს", - თქვა ალასანიამ. 

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკული ლაბორატორიიდან პირდაპირ მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა თმის ნიმუშის მიხედვით გაკეთებული ნივთმტკიცება, რომელიც დღეს განილუქება და დათვალიერდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი