მესამე პრეზიდენტის მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება მისი ძმა, გიორგი სააკაშვილი, რომელმაც მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ ოჯახისთვის რთულია იმის ყურება, თუ რა მდგომარეობაშიცაა პაციენტი.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუნდაც გუშინ წინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა, კიდევ ერთი კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც არის უკვე კრიტიკულზე მძიმე ვითარება. ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ მოსამართლე მიიღებს ძალიან მალე გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხულები არიან", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საქმეზე კიდევ ერთ მედიკოსს დაკითხავენ.