ვიყოთ ერთიანი, 24 თებერვალი გახდეს ქართველების ერთიანობის დღე - იულონ გაგოშიძე

გამოქვეყნდა:

"იმისთვის მოვედი, რომ მინდა საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი. ეს რომ გავხდეთ, ამისთვის კი ბრძოლაა საჭირო" - თქვა ისტორიკოსმა და მკვლევარმა, იულონ გაგოშიძემ, რომელიც მოქალაქეებს 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ეს დღე ქართველების ერთიანობის დღე უნდა გახდეს.

"ახლა, ის ომი რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს ის ჩვენი ომიც არის, ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან იქ და იხოცებიან საქართველოს მომავლისთვის. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ მოვუწოდო ქართველებს, მოვიდეთ, ვიყოთ ერთიანი, ერთად, 24 თებერვალი გახდეს ქართველების ერთობის დღე", - განაცხადა იულონ გაგოშიძემ. 

შეგახსენებთ, 24 თევერვალს სამი პარტიის, "გირჩი - მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "დროას" მიერ დაფუძნებული "განმათავისუფლებელი მოძრაობის" პირველი აქცია გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი