რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ დამონტაჟებულია - სუს-ი "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, "მთავარი არხის" მიერ წარმოდგენილ ვიდეო-მასალაზე ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი განისაზღვრება.

2020 წლის 2 ივლისს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოძიებამ, ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ 2020 წლის 20 ივნისს, 21:20 საათზე, გადაცემა „შაბათის მთავარ“-ში გასული რეპორტაჟის - „ნაყიდი COVID 19“-ი, ასევე 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, დაუმონტაჟებელი მასალის გადაცემა მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, საჯაროდ აცხადებდა, რომ მზად იყო გაესაჯაროებინა აღნიშნულ სატელევიზიო გადაცემებთან დაკავშირებული დაუმონტაჟებელი მასალა, ტელეკომპანიამ გამოძიებას მხოლოდ ეთერში გასული დამონტაჟებული და ქართულ ენაზე ნათარგმნი მასალა წარუდგინა. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მთავარი არხის მიერ წარმოდგენილ დამონტაჟებულ ვიდეო მასალაზე დაინიშნა ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზა, - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების განცხადებით, გამოძიების პროცესში გამოიკითხა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა "შაბათის მთავარში" გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპონდენტი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები, სიუჟეტის ავტორთა მიერ, განზრახ იყო დამახინჯებული.

არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გამოძიებას სახიფათო  პრეცედენტად აფასებს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას თავის ფეისბუქის გვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თარგმანი სწორია და ამ საქმეში სუს-ის დანაშაული უფრო იკვეთება, რომლებმაც, გვარამიას თქმით, "მთავარის" რესპონდენტები "აკაჩავეს".  

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის თემაზე მომზადებული სკანდალური სიუჟეტი არხის ეთერში 20 ივნისს, "შაბათის მთავარში" გავიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი