ნოვგოროდში, პუტინის რეზიდენციის დასაცავად, საჰაერო თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება დაიწყეს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ნოვგოროდის რეგიონში, პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად რუსებმა საჰაერო თავდაცვის სისტემების მონტაჟი დაიწყეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვითი სისტემები სოფელ იაშჩეროვოშის მახლობლად, იმ ადგილას დაამონტაჟეს, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციის გარდა, სხვა შენობა არ არის. გამოცემა აღნიშნავს, რომ სისტემების დამონტაჟების მიზანი, პუტინისა და მისი გარემოცვის დაცვა უნდა იყოს.

ჟურნალისტები ასკვნიან, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა იაშჩეროვოში გამოჩნდა უკრაინული თვითმფრინავების მიერ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ქვეყნის შიგნით თავდასხმის შემდეგ. 

გასულ კვირას, ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ვალდაის მცხოვრებლებმა რუსულ მედიას სოფელ იაშჩეროვიში გადაღებული ფოტო გაუგზავნეს, რომელზეც ნაჩვენებია საჰაერო თავდაცვის სისტემა. სურათის ავტორის თქმით, სისტემა სოფელში რამდენიმე კვირის წინ განათავსეს.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ფოტოზე Панцирь-С1-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემაა გამოსახული. ამავე ინფორმაციით, მსგავსი თავდაცვითი სისტემები შენიშნეს მოსკოვის ცენტრალურ რაიონებსა და მის გარეუბნებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი