ჩვენ მხარი დავუჭირეთ ტინი კოქსის ხელახლა არჩევას. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროპის საბჭოში, რომ როდესაც ერთხელ არის არჩეული კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კვოტით პრეზიდენტი, ხდება მეორე ვადით მისი ხელახლა არჩევა. ამ შემთხვევაში ტარდება არჩევნები. იყო ალტერნატიული კანდიდატი, თუმცა, ჩვენ არსებითად მხარი დავუჭირეთ იმ პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ჩამოყალიბებულია ასამბლეაში. ალტერნატიული კანდიდატი იყო ბატონი მერეჟკო, უკრაინის წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი ცვლილებების მიღებაში. საუბარია ცვლილებებზე, რომელიც უკავშირდებოდა სააკაშვილის გვარის ჩასმას წინა რეზოლუციაში, წინა სესიაზე, რაც ჩვენთვის იყო კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ მის კანდიდატურას.
- თქვა სტრასბურგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.