ხშირად გვისაუბრია, რომ არსებობს გარკვეული ინტერესები, გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად დაზიანდეს. მიზანი არის სახელმწიფოს დასუსტება, ხელისუფლების დასუსტება და სწორედ ამისთვის ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ სწორედ იმისთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ არ იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი ესკალაცია, რაც სერიოზული პრობლემის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ჩვენ არ დავუშვებთ.
- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ CNN-ის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ რუსეთში სანქცირებული პროდუქტის შეტანა საქართველოს გავლით ხდება.