აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მოულოდნელი ვიზიტი პარლამენტში | EU-ის ელჩი პაპუაშვილს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ელჩების მოულოდნელი ვიზიტი საქართველოს პარლამენტში. შალვა პაპუაშვილს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან. 

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ აუდიენციის ფარგლებში ევროკომისიიის 12 რეკომენდაციაზე იმსჯელეს. 

"საქართველოს პარლამენტში, მქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან. ვისაუბრეთ 12 რეკომენდაციაზე, რომლის შესრულების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე მუშაობას აგრძელებს. მიღწეული შედეგებით შეფასდება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამაზე ოქტომბერში ევროკავშირი იმსჯელებს. ამის შემდეგ ევროკავშირი წლის ბოლოს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს", - თქვა ჰერჩინსკიმ

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კი შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი