ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს მეზობელ ესტონეთთან სოლიდარობისა და ასევე უკრაინასთან მიმდინარე ომის გამო შეამცირებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა.
”უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი რუსული აგრესიისა და ესტონეთთან სოლიდარობის გამო, ლატვია შეამცირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს 24 თებერვლიდან და მოსთხოვს რუსეთს შესაბამისი ზომების მიღებას”, - დაწერა რინკევიჩმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთმა გამოაცხადა, რომ ესტონეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მან ქვეყანა მომავალ თვეში უნდა დატოვოს ესტონეთში "ტოტალური რუსოფობიის" გამო.
მოსკოვის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ტალინის ბოლო გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ შეემცირებინა რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობა, პერსონალის დონე ქვეყნის დედაქალაქში. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ რუსეთის ელჩი ტალინში ასევე დატოვებს ქვეყანას. ორივე ქვეყანას ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ეყოლება.