ახალი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა - "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პოლიტიკური ბრძოლის მორიგი ეტაპის ინიციატივით გამოდიან. პოლიტიკოსები და რამდენიმე სამოქალაქო გაერთიანების წარმომადგენლები რუსეთის მიერ ომის წამოწყების წლისთავზე უკრაინის მხარდამჭერი აქციისთვის იწყებენ მზადებას.
ორგანიზატორების აზრით, ამ შეკრებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს, ვის გვერდით დგას ქართველი ხალხი. 24 თებერვლის აქცია ასევე გახდება პერმანენტური გამოსვლების დასაწყისი, რისი შედეგიც, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დასასრული უნდა გახდეს.