ფარული გავლენები და ძვირფასი საჩუქრები | ენმ-ში არჩევნებისთვის მზადება ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე 5 დღით ადრე, მთავარ ოპოზიციური პარტიაში დაპირისპირება პიკს აღწევს. ორი ძირითადი გუნდი ერთმანეთს კრიტიკული კითხვებით მიმართავს და პასუხებს მოითხოვს. ფარული გავლენები და ჩრდილოვანი მმართველობა პარტიაში, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შესაძლო მოქმედება და მდიდრული საჩუქრები პარტიის ლიდერებისთვის - ეს არის საკითხები, რომლთა ირგვლივაც დავა პარტიაში დღესაც კი მიმდინარეობდა.

კონფლიქტის მიუხედავად "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კომისია ახლა ბოლო დეტალებს ათანხმებს. 30 ათასზე მეტი ამომრჩეველი უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა კიდევ ერთ კანდიდატს, ნონა მამულაშვილს აქვს ინიციატივა, თავმჯდომარის არჩევასთან ერთად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, უნდა დარჩეს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში. საკითხზე ამ წუთებში კომისია მსჯელობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი