"კარგია, რომ პრეზიდენტმა აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა" | კობახიძის პასუხის პასუხი 

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხს, რომ რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებები ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებია, თავად ამ ბრალდების ადრესანტი "ქართული ოცნების" ირაკლი კობახიძე ეხმაურება. 

„როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით, თითქოს, ხაზი ესმევა ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი“,- თქვა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია: "მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ".  მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომ სანქციებთან დაკავშირებით, „სიცრუის ტირაჟირებაში აიყოლიეს პრეზიდენტიც“.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი