ის აზრი, რომ გერმანიის გადაუწყვეტელობა NATO-ში განხეთქილებას იწვევს, გადაჭარბებულია - კირბი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, გადაჭარბებულია მოსაზრება, რომ გერმანიის გადაუწყვეტელობა უკრაინაში Leopard-ის ტანკების გაგზავნაზე NATO-ში განხეთქილებას იწვევს.

"იმის თქმა, რომ ტანკების გადაცემაზე დისკუსია ალიანსში განხეთქილებას იწვევს ან უკრაინაში ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეში აგდებს, ძალიან გადაჭარბებულია, - თქვა კირბიმ.

როგორც კირბიმ აღნიშნა, ტანკების გადაცემაზე შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს. მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინსიტრმა თქვა, რომ გადაწყვეტილება "მალე" იქნება.

კირბიმ ასევე თქვა, რომ NATO არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორიც დღეს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ ალიანსი ყველა გადაწყვეტილების ნებისმიერ ასპექტზე ვერასდროს შეთანხმდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი