
რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი პაველ კირილენკო ავრცელებს.
კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაარტყეს საცხოვრებელ ზონას, დააზიანეს მინიმუმ, 9 მაღალსართულიანი კორპუსი. თავდასხმა ასევე განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილში გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა.