
კალიფორნიაში სროლის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, 67 წლის ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
სროლა ორ ლოკაციაზე მოხდა. თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ორშაბათს მომხდარი თავდასხმა ამ კვირაში მასობრივი სროლის მეორე შემთხვევაა. მანამდე, 22 იანვარს სროლა კალიფორნიაში, მონტერეი პარკში მოხდა. შემთხვევის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.