სპეცოპერაცია უკრაინის ქალაქ ლუცკში - ბოროტმოქმედმა ადამიანებით სავსე სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა. ადგილზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების რაზმი და გამნაღველები არიან მობიზილებული. მთლიანად გადაკეტილია ქალაქის ცენტრი.
პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა მძევლად 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ორსულები აიყვანა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსის გატაცებამ ქალაქის ერთ-ერთი შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსა, რომელსაც დისტანციურად მართავს. პოლიცია შენობის ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად გამტაცებელთან მოლაპარაკებებს მართავს.
ლუცკში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და იმედი გამოთქვა, რომ შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდება.