ხმაური ოზურგეთის საკრებულოში - "ოცნების" დეპუტატებმა ენმ-ს წევრებს სათამაშო საბრძოლო მანქანები მიუტანეს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ოზურგეთი საკრებულოს სხდომაზე. საკითხების განხილვამდე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სათამაშო საბრძოლო ტანკები, თვითმფრინავები და ჯარისკაცები გადასცეს. 

უმრავლესობის წევრებს ამ "პერფორმანსით" იმის თქმა სურდათ, რომ ენმ-ს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნას ვერ მოახერხებს და სათამაშოები შიდაპარტიული ბრძოლისთვის გამოიყენონ. 

"მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი ქვეყანა ჩაითრიონ ომში, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ამას ვერ ეღირსებიან, რადგან ჩვენი ქვეყანა ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობით, პროგრესზე, განვითარებაზე და მშვიდობაზეა ორიენტირებული.

პატარა სათამაშო ტანკები მინდა გადავცე მათ, იმიტომ, რომ ერთმანეთში იომონ, სხვა მეტი არაფერი დარჩენიათ, პრინციპში გაჩაღებული აქვთ", - უთხრა კოლეგებს "ოცნების" დეპუტატმა. 

აღნიშნულს "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პასუხი მოჰყვა.

"რით ერთობა ქართული ოცნება, მე მქონდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში, ნოხზე ჰქონდათ ეს დაყრილი, ითამაშეს, შემდეგ მორჩათ, სხვათაშორის ქალბატონი ქეთი გაბრაზებულა გავაგრძელოთ თამაში, რა დროს საკრებულოს სხდომააო, მოგვიტანა იმისთვის, რომ ჩვენც ვითამაშოთ", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა. 

საბოლოოდ თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი