ჩემ მეგობარ დიმა ჩიქოვანს, პირადად დავუკავშირდი, ვთხოვე რომ მანქანას უკან მოგიყვანენ თქო და იმდენად შეურაცხმყოფელად აღიქვა ეს ყველაფერი, პირიქით იქით ბოდიშები ვუხადე - ამბობს ენმ-ს წევრი ბაჩო დოლიძე იმ მანქანასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებია ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს შორის, მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა.
ნიკა მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას.
"მესმის, რომ უჭირთ, ახლოვდება არჩევნები და ეტყობა იმაზე მეტი დარეგისტრირდა ვიდრე წარმოედგინათ და ფიქრობენ, რომ ალბათ ყველა მეთოდია მისაღები, ყველაფერზე ლაპარაკი ტყუილის, მართალის, გამოადგებათ ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არ გამოდგება ეს მეთოდები. თუ ვიღაცას უკვირს მანქანები და მიჩვეულია ამ საჩუქრებს, ჩვენთან უკაცრავად, ღმერთმა ისე არ დაგვაჭირვოს, საჩუქრებიღა გვაკლდა ვიღაცებმა გვიგზავნოს და სალაპარაკო მივცეთ" ამბობს ბაჩო დოლიძე.
იხილეთ ასევე: