თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვმა თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადება დაწერა, რაც მინისტრმა რეზნიკოვმა დააკმაყოფილა.
"უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დღეს მხარი დაუჭირა ვიაჩესლავ შაპოვალოვის მოთხოვნას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და შესაბამისი წინადადება წარუდგინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
შაპოვალოვმა გათავისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის პროდუქციის შესყიდვის შესახებ ბრალდებების გამო მოითხოვა. სწორედ ის იყო პასუხისმგებელი შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე:
"მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა, ვიაჩესლავ შაპოვალოვის განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ღირსეული ქმედებაა ევროპული და დემოკრატიული პოლიტიკის ტრადიციებში და დემონსტრირებაა იმისა, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა თუ სკამზე მაღლა დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თემაზე: