შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე ჩვენგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე ანკარასგან მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.

ერდოღანმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, სტოკჰოლმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ყურანი დაწვეს.

"გასაგები უნდა იყოს, რომ მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის საელჩოსთან მსგავსი საზიზღარი სცენა მოაწყო, ჩვენგან კეთილგანწყობას არ უნდა ელოდოს", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა დაგმო სტოკჰოლმში გამართული აქცია, სადაც შვედეთს ულტრამემარჯვენე პარტია ქვეყნის  NATO-ში გაწევრიანების ინიციატივას აპროტესტებდა. მისი თქმით, აქციაზე ყურანის დაწვა მკრეხელობად უნდა ჩაითვალოს და იგი არ უნდა იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლებით. 

საპროტესტო აქცია გააკრიტიკა შვედეთის მთავრობამაც.

"შვედეთში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და მოქალაქეებს შეუძლიათ ღიად გამოთქვან აზრი, თუმცა ეს  იმას არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა, ან პირადად მე ამ აზრს ვეთანხმებით", - დაწერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ალიანსში მათ გაწევრიანებას ყველა წევრი სახელმწიფო უნდა უჭერდეს მხარს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი