პოლონეთმა Leopard-ის უკრაინისთვის გაგზავნაზე გერმანიისგან თანხმობა ოფიციალურად მოითხოვა

გამოქვეყნდა:

პოლონეთმა ოფიციალურად მიმართა გერმანიას უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემაზე. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

"გერმანიამ უკვე მიიღო ჩვენი მოთხოვნა Leopard 2-ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ. ასევე მივმართავ გერმანულ მხარეს, შეუერთდეს კოალიციას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის მხარდაჭერას Leopard 2-ის ტანკებით. ეს ჩვენი საერთო საქმე, რადგან საქმე ეხება მთელი ევროპის უსაფრთხოებას", - წერს მარიუშ ბლაშჩაკი.

Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე გერმანიას გადაწყვეტილება არ მიუღია. 23 იანვარს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ  ბერლინი სხვა ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე უარს არ ეტყვის.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი