საჩუქრად მიღებული ავტომობილი - აუდიტის სამსახურმა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე, მოკვლევა დაიწყო

გამოქვეყნდა:

აუდიტის სამსახურმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდოამრეობის კანდიდატების საჯარო განცხადებების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო.

საქმე ეხება საჩუქრად მიღებულ ავტომობილს. რაც შეეხება რეაგირებას, აუდიტის სამსახური უკვე მოკვლევის პირველადი შედეგების მიხედვით იმოქმედებს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - განმარტავენ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

სწორედ აუდიტის სამსახური აკონტროლებს პოლიტკური პარტიების ფინანასებს და შემოწირულობებს, მათ შორის ნივთიერი სახით გაღებულ დახმარებას.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის გუნდის წარმომადგენლების ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა ნიკა მელიას ავტომანქანა აჩუქა. მელიამ ამ განცხადებას წერილობით უპასუხა. მელიას თქმით, კეზერაშვილის საჩუქარი პარტიის საჭიროებისთვის გამოიყენებოდა და როცა მისი დაბრუნება გადაწყდა, მეორე მხარემ მასზე უარი თქვა და ავტომობილი დღემდე პარტიის ავტოფარეხში დგას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი