"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ტყუილია თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, თითქოს ავტომობილი ერთ დღეს ფარეხში დახვდა და ის იქ თავისით არ გაჩენილა.
მელიას თქმით, პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა უთხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც დავით კეზერაშვილის გამოგზავნილი იყო. მელია ამბობს, რომ რამდენჯერმე სცადა ავტომობილის კეზერაშვილისთვის დაბრუნება, თუმცა უარის გამო ის დღემდე ოფისის ავტოფარეხშია.
"ავტოფარეხში რაღაცა დილას ვიღაცამ გაიღვიძა და იქ მანქანა დახვდა და აი ამ ზღაპრებზე, ტყუილებზე, ჭორებზე საერთოდ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. არავის არ გაუღვიძია და დილას ავტოფარეხში მანქანა თავისით არ გაჩენილა. თვითონვე გასცა პასუხი, რომ დაბრუნება უნდოდა და უთხრეს კარგად იყავი, შენც და შენი მანქანაც. ზურა მელიქიშვილი არის მისი შტაბის, გუნდის წარმომადგენელი, შეეკითხეთ და მოგიყვებათ ყველაფერს დეტალურად. მე არ ვაპირებ ჭორაობას, არ მოგიყვებით, იმიტომ, რომ არის ტყუილი, ავტოფარეხში არ მდგარა", - თქვა ცისკარიშვილმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ავტომობილთან დაკავშირებით ავუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო. იხილეთ: