
ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას სთავაზობს. ამის შესახებ ლუკაშენკომ ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და კრიმინალის მდგომარეობაზე გამართულ შეხვედრაზე თქვა.
"გვთხოვენ, რომ არცერთ შემთხვევაში ვიომოთ უკრაინასთან, რომ ჩვენი სამხედროები იქით არ დაიძრან. თავდაუსხმელობის პაქტის დადებას გვთავაზობენ, მეორეს მხრივ ამ ფეთქებად "ნივთიერებას" [უკრაინის მხარეს მებრძოლი ბელარუსი მოხალისეები] ამზადებენ და აიარაღებენ", - თქვა მან.
ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა 2020 წლის საპროტესტო აქციებზე, მისი თქმით, რომ არა ის, ბელარუსში ახლა იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე უკრაინაშია.