ომის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი $138 მლრდ-ს აღწევს

გამოქვეყნდა:

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინის ინფრასტრუქტურას $137,8 მილიარდის ზიანი მიაყენა.

მთლიანი ზარალის ყველაზე დიდი წილი დაზიანებულ, ან დანგრეული საცხოვრებელ სახლებზე მოდის. 

2022 წლის ნოემბრის ბოლო შეფასებებთან შედარებით, ზარალის მთლიანი რაოდენობა თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა - ნათქვამია კიევის ეკონომიკის სკოლის განცხადებაში. 

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას მასიური თავდასხმების, დაბომბვისა და საომარი მოქმედებების გზით.
ომის დროს სულ დაზიანდა ან განადგურდა 149,3 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის: 131,4 ათასი კერძო სახლი, 17,5 ათასი საცხოვრებელი კორპუსი და 280 საერთო საცხოვრებელი." აცხადებენ კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი