უკრაინამ 21 რუს სასულიერო პირს სანქციები დაუწესა - სიაშია კირილის ძმისშვილი და ვახტანგ ყიფშიძე

გამოქვეყნდა:

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის, ალექსანდრე ტკაჩენკოს ინფორმაციით,  უკრაინამ რუსეთის ეკლესიის სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა.

მისი ინფორმაციით, სიაშია 21 მღვდელმსახური, მათ შორის რუსეთის პატრიარქის კირილ გუნდიაევის ძმისშვილი მიხაილო გუნდიაევი.

სანქცირებულთა სიაშია, რუსეთის ეკლესიის სინოდის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილე ვახტანგ ყიფშიძე, კლინის, ეკატერინბურგის, ასევე პერმის და ვლადიმირის მიტროპოლიტები: 

"ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო სანქციებს უწესებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის 21 წინამძღვარსა და მღვდელმსახურს. მათ შორის, კირილის ძმისშვილს, მიხაილო გუნდიაევს" - წერს ტკაჩენკო საკუთარ telegram არხზე

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი